მოლარე-კონსულტანტი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/
კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე;
- დასვენების დღეები: 2 დღე კვირაში
- ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109;
- ანაზღაურება: 1400 ლარი + ბონუსი.
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.
ჩვენი ბენეფიტი:
- კომპანია უზრუნველყოფს კვებას.
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე/სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა: ინგლისური, რუსული, თურქული (სასურველია).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალარო აპარატისა და ტერმინალ (ებ)ის სწორად მართვა და კონტროლი;
- ანგარიშსწორება და ზედნადებების ატვირთვა;
- გადახდების პროგრამული გატარება;
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლების კონსულტირება პროდუქციისა და აქსესუარების არჩევისას;
- პროდუქციის ფასებისა და ძირითადი მახასიათებლების გაცნობა;
- საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის მოძიებასა და შერჩევაში მომხმარებლის დახმარება;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგებისა და განთავსების კონტროლი;
- მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვა.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
- თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
- დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ტელ. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.
შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.