7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KX0VACNP გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე. სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები: - დაზღვეული პირების დეტალური კონსულტირება; - ავტო დაზღვევის პროდუქტებზე შემოსული ზარალების მიღება და დარეგულირება; - კლიენტისთვის სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ ვადებში პასუხის დაბრუნება; - დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა; - სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და პროცესის სწორად აღსრულების უზრუნველყოფა; - დელეგირების ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებზე დროული რეაგირება; - კლიენტების ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა; - ანაზღაურების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; - სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - საავტომობილო ბაზრის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - სადაზღვევო და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაცია; - კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); - დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xa5S88heდაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა