გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14 პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 10:00-20:00სთ, დასვენება - ყოველ მესამე დღეს ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული + სამი თვის შემდეგი ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე - მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა - გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება - მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა - კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად - მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება - ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება
ძირითადი მოთხოვნები: - ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; - პროფესიული ან უმაღლესი განათლება; - ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
პიროვნული თვისებები: - ენერგიული; - ორგანიზებული; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; - მოტივირებული; - შრომისმოყვარე; - თავაზიანი; - გუნდური მუშაობის უნარის მქონე; - დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!