8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KYV2T2CK გამოქვეყნდა 29 სექ 13 ნახვა

კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი

შიდა განვადების ოპერატორი

კონტაქტჰოუმი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 31 ოქტ

"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

რა იქნება შენი მისია? შენ იქნები მთავარი რგოლი მომხმარებელსა და სასურველ ნივთს შორის. შენი დახმარებით, ტექნიკის შეძენა გახდება მარტივი და ხელმისაწვდომი.

რას გააკეთებ როგორც შიდა განვადების ოპერატორი:

  • განიხილავ და დაამუშავებ მომხმარებლის განვადების განაცხადებს;
  • გექნება აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან და გაუწევ კვალიფიციურ კონსულტაციას;
  • მართავ რისკებს და უზრუნველყოფ მონაცემთა სიზუსტეს;
  • გააფორმებ ხელშეკრულებებს და დაასრულებ გაყიდვის პროცესს წარმატებით.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს სიზუსტე;
  • კარგად ფლობ MS Office პროგრამებს;
  • შეგიძლია კომუნიკაცია ინგლისურ ან რუსულ ენაზე;

რატომ უნდა აგვირჩიო?

  • ფინანსური სტაბილურობა: საშუალო ხელფასი 1200-1800;
  • კომფორტული გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება).
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის;
  • ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • ბალანსი: წელიწადში 3 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე (Day Off);
  • კარიერა: რეალური დაწინაურების პერსპექტივა და პროფესიული ტრენინგები;

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? ნუ გადადებ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე. სათაურის ველში მიუთითე: "შიდა განვადების ოპერატორი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2026 წელი..

შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!

გისურვებთ წარმატებას!

  • * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კონტაქტჰოუმი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა