8907 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KZ1B8V3H გამოქვეყნდა 10 სექ 11 ნახვა

კონსილიუმ მედულა

კონსილიუმ მედულა

ფარმაცევტული საწყობის ოპერატორი

კონსილიუმ მედულა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ფარმაცევტული საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ.

სამუშაო გრაფიკი: 09:00 დან 17:00 საათამდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფარმაცევტული პროდუქციის მიღება, შემოწმება, დასაწყობება და შესაბამის ადგილებზე განთავსება

** პროდუქციის აღრიცხვა და პროგრამულად ასახვა

** ფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გადაადგილებისა და გაცემის ოპერაციების დროული და ზუსტი ასახვა

** საწყობში წესრიგის, სისუფთავისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფა

** მარაგების ყოველთვიური აღრიცხვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა იყოს ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან ჰქონდეს ფარმაცევტის შესაბამისი კვალიფიკაცია

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

** პუნქტუალურობა და დისციპლინა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კონსილიუმ მედულა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა