ბუღალტერი
შპს "აგროტრეიდი 22" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები
- საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად;
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
- საბანკო გადარიცხვების შესრულება;
- დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი:შედარების აქტების გაფორმება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და გადასახადების დაანგარიშება;
- საპენსიო და სტატისტიკური დეკლარაციების მომზადება;
- ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
- საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის ზედამხედველობა;
- რს-ზე ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა;
- პერიოდული დეკლარაციების წარდგენა;
- საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ აუდიტთან ურთიერთობა;
- კომპანიის ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში არანაკლებ 1 წელი;
- ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი, საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- აუცილებელია Fina, Balance პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ფლობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მენეჯმენტის უნარი.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)