სოციალური მედიის მენეჯერი
"რადიუს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
"რადიუს ჯგუფი" სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ პროექტებს და ორიენტირებულია ხარისხზე, განვითარებასა და მომხმარებლისთვის ღირებული სივრცეების შექმნაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ Social Media Manager-ს — კრეატიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ბრენდის ციფრული კომუნიკაციის განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედიის არხების ყოველდღიური მართვა და მონიტორინგი;
** სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და ბრენდის არსებული იმიჯის კონტროლი;
** სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება მარკეტინგული პრიორიტეტების შესაბამისად;
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და შესაბამისი კონტენტის დაგეგმვა/შემუშავება;
** კონტენტ-გეგმისა და კონტენტ-კალენდრის შედგენა;
** ვიზუალური მასალების მომზადება და დამუშავება;
** სოციალური მედიის მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი და მათი ბრენდის კომუნიკაციაში ინტეგრირება;
** ბრენდის ცნობადობისა და სოციალური მედიის ეფექტურობის ზრდაზე მუდმივი მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მედიის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** Adobe Photoshop-ისა და Canva-ს ცოდნა;
** AI Tools-ის პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
** სასურველია ფოტო/ვიდეო კონტენტის საბაზისო დამუშავების უნარი და CapCut-ის ან მსგავსი პროგრამის ცოდნა;
** სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმების — Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn — სპეციფიკის ცოდნა;
** გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარები:
** კრეატიულობა და კონტენტის ახალი იდეების გენერირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დადგენილ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (1 საათი შესვენება);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 14;
** ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმებით, ფიქსირებული + ბონუსი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა და გსურს გახდე რადიუს ჯგუფის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე CV/რეზიუმე მეილზე:
გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ: "Social Media Manager"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.