7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M3KQ6199 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

უმცროსი ელექტრო ინჟინერი

სეკე პარკი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
₾1000–1800 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - უმცროსი ელექტრო ინჟინერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა); ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9. ანაზღაურება: 1000-1800 (გამოცდილების მიხედვით)

ფუნქცია-მოვალეობები: - ელექტროობის მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება; - არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა; - გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით; - ელექტროობის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება; - ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ-მენეჯერთან, ჯგუფების ხელმძღვანელებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაცია; - შესრულებული პროექტის რევიზია; - ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; - კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - საინჟინრო პროგრამა AUTOCAD-ის ცოდნა; - ელექტრო მომარაგების ცალხაზოვანი სქემების შედგენა; - განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით; - სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

უნარები და თვისებები: - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. - სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. - დროის ეფექტურად მართვის უნარი. - სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული. - სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი. - მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: - სამედიცინო დაზღვევა - პროფესიული განვითარება - სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება - ჯანსაღი სამუშაო გარემო - მზარდი ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სეკე პარკი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა