ონლაინ მაღაზიის შეკვეთების მძღოლ-კურიერი
კომპანიის შესახებ ოფისმარტი - რიდექს-ჯორჯია არის ინოვაციური ონლაინ B2B მაღაზია, რომელიც სპეციალიზებულია საოფისე და ბიზნეს პროდუქტების მიწოდებაში. კომპანია გამოირჩევა სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით. ოფისმარტი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და ქმნის მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეული გუნდის წევრი ფასობს და აღიარებულია. მუშაობა ხდება მხოლოდ კომპანიის მანქანით(Ford Transit - სჭირდება B კატეგორია)
ძირითადი მოვალეობები - შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიწოდება თბილისის მასშტაბით კომპანიის კლიენტებისთვის - მიწოდების პროცესში მიღებული დოკუმენტაციისა და შეკვეთების სიზუსტის კონტროლი - კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის სტატუსის შესახებ - ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის - კომპანიის შიდა წესების და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა - შეკვეთების მიღება საწყობიდან და მათი სწორად განაწილება მარშრუტის მიხედვით - მიწოდების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული გადაჭრა და ანგარიშგება ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები - მართვის მოწმობა (B კატეგორია) - თბილისის ქუჩებისა და მისამართების კარგად ცოდნა - კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა - სწრაფი ადაპტაციის უნარი და გუნდური მუშაობის სურვილი
უპირატესობები და სარგებელი - სტაბილური და კონკურენტული ანაზღაურება - მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო - პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა - კორპორატიული ბენეფიტები და მოტივაციური პროგრამები
სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორსატეგო
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.