ბუღალტერი, პროფესიული განათლების მასწავლებელი
შპს "თავისუფალი ხედვის აკადემია" არის კერძო პროფესიული კოლეჯი, რომელიც დაფუძნდა 2024 წელს და სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს მოკლევადიან და გრძელვადიან პროფესიულ სასწავლო პროგრამებს (აღმზრდელი, ფარმაცია, საექთნო განათლება, კომპიუტერული ქსელები, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა და სხვა).
ამჟამად კოლეჯს 300-მდე სტუდენტი და მსმენელი ჰყავს და მუდმივად ზრუნვას ახალი პროგრამების დანერგვაზე და განვითარებასა და სტუდენტების/მსმენელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ აკადემიის სოც. გვერდს: http://www.fva.edu.ge; http://www.facebook.com/FreeVisionAcademy/
1. ბუღალტერი დასაქმების ადგილი: თბილისი, თრიალეთის ქ. N50 (ვარკეთილი)
მოთხოვნები
- განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
- აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია სააღრიცხვო პროგრამა ბალანსთან ან 1C-თან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები
- ორგანიზებულობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სააღრიცხვო პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების გატარება;
- საბანკო გადარიცხვების წარმოება;
- მომწოდებლებთან მიღება ჩაბარების აქტებისა და შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების კონტროლი;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის და პირველადი დოკუმენტების წარმოება, კონტროლი;
- დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაფაილება;
- მყიდველებთან და მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების კონტროლი;
- Rs.ge-ს პორტალთან მუშაობა; მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება, საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი, განცხადებებისა და შეტყობინებების გაკეთება, გაცნობა და ა.შ.;
- საგადასახადო დეკლარაციების შევსება, ჩაბარება.
შერჩევის ეტაპები
- ელექტრონული განაცხადების განხილვა
- გასაუბრება
- განაცხადის წარდგენა
2. პროფესიული განათლების მასწავლებლ (ებ)ის პოზიციაზე შემდეგი პროგრამებისათვის: "ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა" და "კომპიუტერული ქსელი და სისტემები". პროგრამების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://freeeduge.ge/files/Site-Catalog/Programs-catalog.pdf
დასაქმების ადგილი: თბილისი, თრიალეთის ქ. N50 (ვარკეთილი). დატვირთვა: დამოკიდებულია პროგრამის მოდულის ხანგრძლივობასა და პერიოდზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: შესაბამისი სასწავლო მოდულის დაგეგმვა, ჩატარება, სტუდენტების შეფასება, ანგარიშგება.
მოთხოვნები
- განათლება შესაბამის სფეროში (განათლების დამადასტურებელი საბუთი);
- სწავლების გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში სწავლების გამოცდილების მქონე პირებს);
- ზრდასრულთა სწავლების მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები
- ორგანიზებულობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
შერჩევის ეტაპები
- ელექტრონული განაცხადების განხილვა;
- გასაუბრება
განაცხადის წარდგენა
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV გამოცდილების დეტალური აღწერილობით) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე ა.წ. 13 ნოემბრის ჩათვლით ელფოსტაზე.
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.