8,996 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M4B3PPB4 გამოქვეყნდა 25 სექ 4 ნახვა

ბილდერზი

ბილდერზი

გაყიდვების მენეჯერი

ბილდერზი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ოქტ

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბილდერზი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ბაზრის დეტალური ანალიზი და გაყიდვების ტაქტიკის შემუშავება;
  • გაყიდვების ახალი შესაძლებლობების დროული იდენტიფიკაცია;
  • სხვადასხვა აქციებისა თუ ერთობლივი პროექტების მოფიქრება;
  • სატელეფონო ზარების პასუხი და სოციალური მედიის მართვა;
  • პოტენციური კლიენტებისთვის სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება, შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკების პროცესის მართვა;
  • კლიენტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
  • უძრავი ქონების ბაზრის პერიოდული კვლევა და ანალიზი;
  • გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული რეპორტის მომზადება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვა მიმდინარე საკითხებზე მუშაობა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგის ან/და სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე სისტემა;
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისნის რაიონი

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 7 ოქტომბერი.

თუ თვლით, რომ ხართ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების მქონე პირი გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბილდერზი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა