საწყობის სპეციალისტი
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ეძებს საწყობის სპეციალისტს.
ძირითადი მოვალეობები: - სხვადასხვა ინვენტარის ( POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული
აქსესუარების) მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და გაცემა; - საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და მონაცემების სასაწყობე პროგრამაში დროული ასახვა; - მოთხოვნის შესაბამისად POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული მოძიება და დაკომპლექტება; - საწყობში არსებული ინვენტარის პერიოდული ინვენტარიზაცია და ფაქტობრივ და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობების გამოვლენა; - ინვენტარის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განთავსება და შენახვის წესების დაცვა; - ტექნიკური თანამშრომლებისთვის საჭირო ინვენტარის დროული გადაცემა და დაბრუნებული ინვენტარის მიღება-აღრიცხვა; - საწყობის ორგანიზებულობისა და მარაგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, ცოდნა; - სასურველია საწყობის მართვის, მარაგების აღრიცხვის ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - მონაცემების დამუშავებისა და შეუსაბამობების გამოვლენის უნარი; - დაკისრებული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.
პიროვნული უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა ანაზღაურება: 1800( Gross) ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილის 53
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურში მიუთითეთ „საწყობის სპეციალისტი“
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.