ელექტრიკოსი
"ფოლადის სახლი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.
კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო დანადგარების ელექტრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
- ელექტრო გაუმართაობების აღმოჩენა, დიაგნოსტიკა და შეკეთება.
- ელექტრო მოწყობილობების გეგმიური ტექნიკური მომსახურება.
- ახალი დანადგარების ელექტრო კავშირებისა და მონტაჟის შესრულება.
- ელექტრო უსაფრთხოების წესებისა და საწარმო სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ელექტრო მოწყობილობებისა და სამრეწველო დანადგარების ელექტროსისტემების ცოდნა.
- ელექტრო სქემების წაკითხვისა და გაგების უნარი.
- ელექტრო დანადგარების დიაგნოსტიკისა და გაუმართაობის აღმოფხვრის გამოცდილება.
- ელექტროტექნიკური ხელსაწყოებისა და საზომი მოწყობილობების გამოყენების ცოდნა.
- პასუხისმგებლობის, უსაფრთხოების წესების დაცვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ვაკანსიის პირობები:
სამუშაო ადგილი: ლილო სამუშაო გრაფიკი: სტანდართული ანაზღაურება: შეთანხმებით დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ფოლადის სახლი"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
- გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14)
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.