საწყობის თანამშრომელი
კომპანია "მორელლი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო პირობები
- ლოკაცია: თბილისი, თორნიკე ერისთავის 32 (დიდუბე)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე; შაბათი, კვირა — დასვენება
- ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
კომპანიის შესახებ:
Morelli Georgia საქმიანობს კარებისა და კარის ფურნიტურის საბითუმო გაყიდვების სფეროში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება, მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით;
- გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
- საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები
- საწყობში მუშაობის 6-12-თვიანი გამოცდილება მრავალფეროვანი ასორტიმენტის მქონე პროდუქციასთან, განსაკუთრებით სამშენებლო მასალების, კარების, ავეჯის ფურნიტურის, სანტექნიკის ან სათადარიგო ნაწილების მიმართულებით;
- რუსული ენის ცოდნა სამუშაო დონეზე, რათა კანდიდატმა შეძლოს საქონლის კოდებისა და მარკირების გაგება და საჭიროების შემთხვევაში რუსულენოვან კოლეგებთან კომუნიკაცია.
- 1C-ის ან Excel-ის საბაზისო ცოდნა.
განვიხილავთ კანდიდატებს გამოცდილების გარეშეც, თუ მზად არიან, საქონლის ასორტიმენტს სამუშაო ადგილზე გაეცნონ.
პიროვნული თვისებები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის თანამშრომელი".