8690 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M5JBE0Q9 გამოქვეყნდა 9 სექ 2 ნახვა

WST Georgia

WST Georgia

ტურების გაყიდვების აგენტი

WST Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"WST Georgia" არის სწრაფად მზარდი ტურისტული კომპანია, რომელიც ბაზარზე 13 წელზე მეტია ოპერირებს.

2025 წელს კომპანია World Travel Awards-ის ნომინანტი გახდა.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი სწორედ ადამიანები არიან — ამიტომ ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს აქვთ განვითარების, ახალი გამოცდილებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. "WST Georgia"-ში ვაერთიანებთ ტურიზმის, მომსახურების, გაყიდვების, ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების პროფესიონალებს, რომლებიც საერთო მიზნისთვის — ხარისხიანი გამოცდილების შექმნისთვის — მუშაობენ. თუ გსურს გახდე სწრაფად განვითარებადი გუნდის ნაწილი და ააწყო შენი კარიერა ტურიზმის ინდუსტრიაში, გელოდებით.

"WST Georgia" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე ტურების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო ფუნქციები:

** ოფისის საოპერაციო მზადყოფნაში მოყვანა სამუშაო დღის დასაწყისში.

** ტურისტული სერვისების (ტურების, ექსკურსიების) და სუვენირების აქტიური შეთავაზება და გაყიდვა.

** ყოველი გაყიდვისას სალარო ჩეკის ამობეჭდვა და მომხმარებლისთვის გადაცემა.

** WhatsApp-ისა და E-mail-ის მეშვეობით შემოსული ჯავშნების/შეკვეთების რეგისტრაცია და დადასტურება.

** სუვენირების სტენდებზე განთავსება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.

** სუვენირების რაოდენობრივი აღრიცხვა, დეფიციტის გამოვლენა და შესყიდვების მენეჯერთან/პასუხისმგებელ პირთან შეკვეთის დაფიქსირება.

** ჯგუფებისა და ინდივიდუალური ტურისტების დახვედრა, ინსტრუქტაჟი და ტურში გაცილება.

** დღის ბოლოს სალაროს შედარება, Z-რეპორტის (სალარო აპარატის დახურვის ანგარიშის) ამოღება და ფინანსური ანგარიშგება.

** სამუშაო ადგილზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში.

მოთხოვნები.

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

** სასურველია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, თუმცა არ არის აუცილებელი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამოტივაციო პროგრამები, შიდა კონკურსები, ექსკურსიები

** მეგობრული სამუშაო გარემო

** ჯანმრთელობის დაზღვევა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;

** თავაზიანი და კეთილგანწყობილი;

** კლიენტზე ორიენტირებული;

** პასუხისმგებლობიანი;

** პუნქტუალური;

** ორგანიზებული;

** დეტალებისადმი ყურადღებიანი;

** ინიციატივიანი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მოწესრიგებული და ორგანიზებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე:. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ტურების გაყიდვების აგენტი".

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "WST Georgia"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრეთ ვებსაიტი: https://wst.ge/

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
WST Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა