კონსულტანტი
კომპანია "ფოტოცენტრი" (Printing Services, E-commerce) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
"ფოტოცენტრი" წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია 3 ფიზიკური ფილიალით თბილისის ცენტრალურ უბნებში, 1 შოურუმით/ჩარჩოების სახელოსნოთი თავისუფლების მოედანზე და უნიკალური ონლაინ პლატფორმით Photocenter.ge, რომელიც აერთიანებს 1, 600-ზე მეტ ბეჭდვის, სახლის დეკორისა და სასაჩუქრე პროდუქტს.
კომპანია ასევე აერთიანებს სპორტული ინვენტარის კედლის დეკორის მიმართულებას "ოთხი" და ვიდეოკასეტების გაციფრულების სერვისს "ფოტოპლაზა".
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
- Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063
- ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/
- Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge
- ვებ გვერდზე: https://new.photocenter.ge/
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სერვისისა და პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა და შეკვეთების გაფორმება
- სალარო აპარატთან მუშაობა
- აღებული შეკვეთების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- გამართული ქართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
- არითმეტიკული ოპერაციების ცოდნა
- სასურველია მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის 1-1.5 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პრეზენტაბელური
- კომუნიკაბელური
- თავაზიანი
- ორგანიზებული
- სტრესულ გარემოში ადაპტირების და სწრაფი რეაგირების უნარი
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
- ანაზღაურება: 1200-1300 ლარი (ბონუსების გათვალისწინებით)
- სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
- მისამართი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.