შესყიდვების მენეჯერი
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს.
ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge
სამუშაოს აღწერა
- კომპანიის შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ყველა მიმართულებით
- მომწოდებლების მოძიება და შერჩევა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე
- ფასებსა და პირობებზე მოლაპარაკება, ხელშეკრულებების მომზადება
- იმპორტისა და საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება, განბაჟების კოორდინაცია
- პროექტული და საოპერაციო საჭიროებების შესყიდვით უზრუნველყოფა
- შესყიდვების პროცედურის დანერგვა, დოკუმენტაციისა და აღრიცხვის წარმოება
- სხვა მიმდინარე ამოცანები შესყიდვების მიმართულებით
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- შესყიდვების, მომარაგების ან იმპორტის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
- ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა მიმოწერისა და მოლაპარაკების დონეზე
- მოლაპარაკების უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და რამდენიმე მიმართულების პარალელურად მართვის უნარი
ანაზღაურება და პირობები
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე.
წერილის სათაურში მიუთითეთ: "შესყიდვების მენეჯერი".