ობიექტის მენეჯერი
"წიწილა" სწრაფი კვების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სამ ფილიალსა და საკუთარ საწარმოო ობიექტს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს პროდუქციის ხარისხსა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაზე. კომპანიის განვითარებასთან ერთად, ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ ობიექტის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ეფექტიან მართვასა და გუნდის კოორდინაციას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და სამუშაო პროცესების გამართულად წარმართვა;
- თანამშრომელთა გუნდის მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების კონტროლი;
- მომსახურების ხარისხისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ხარისხისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
- მარაგების, ნაშთებისა და პროდუქციის დანაკარგების კონტროლი;
- საჭირო პროდუქციისა და ინვენტარის დროული მომარაგების კოორდინაცია;
- სალარო ოპერაციებისა და ყოველდღიური ანგარიშგების კონტროლი;
- სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
- თანამშრომელთა ადაპტაციისა და სწავლების პროცესის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება კვების ობიექტის ან სწრაფი კვების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
- გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
- სამუშაო საათები: 11:00-19:00
- ანაზღაურება: 1 800 ლარი NET (ხელზე ასაღები)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.