HR ადმინისტრატორი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს HR ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების სრული პროცესის მართვა (აყვანა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.)
- წინა სახელფასო დოკუმენტაციის წარმოებაში მხარდაჭერა
- თანამშრომელთა ყოველწლიური შვებულებების მართვა
- თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირება
- სხვადასხვა HR პროგრამებში ინფორმაციის ასახვა და მონიტორინგი
- ორგანიზაციული სტრუქტურის, პერსონალის რიცხოვნობის პერიოდული განახლება
- ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
კანდიდატის პროფილი:
- უმაღლესი განათლება იურიდიული, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებებით
- 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრაციულ საქმიანობაში
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური B2+ დონეზე
- MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Word ცოდნა
- ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები
- ანალიტიკური აზროვნება
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
- მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული
რას გთავაზობთ:
- HR ადმინისტრირების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებობა
კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი:
- ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
- სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე
- კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები
- ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი)
- სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა / ჰიბრიდული (40 სთ კვირაში)
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი განაცხადი ბმულზე 15 ნოემბრამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.