7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M72AH5C7 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

დღის სანიტრი

წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
₾875 / თვეში ბოლო ვადა:

,,წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.

,,წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ აცხადებს ვაკანსიას დღის სანიტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას ქ. N15 დასახელება: ამბულატორიული დეპარტამენტის დღის სანიტარი სამუშაო საათები: 09 სთ-დან 17 სთ-მდე. ანაზღაურება: 875 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

ვაკანტური ადგილი: 2

ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ გარემოს; - ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;

ძირითადი ფუნქციები: - პალატების, კაბინეტების, დერეფნების და სამუშაო სივრცეების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების დაცვით - სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა - სადეზინფექციო საშუალებებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად გამოყენება და შენახვა - ინფექციის პრევენციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა - სამუშაო პროცესში კონფიდენციალურობისა და ეთიკური ნორმების დაცვა - საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მითითებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდში მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გამართული კომუნიკაციის უნარი;

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995 599 92 91 09 მეილი: hr@mikhailovi.ge tdotiashvili@mikhailovi.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა