დიასახლისი - ოქროყანა
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ოქროყანის ლოკაციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები
- ტერიტორიის დასუფთავება;
- სანიტარული მოწყობილობების დეზინფიცირება;
- დაწესებული სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- უფასო სამგზავრო ბარათს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577200712ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0WtxCLme
გისურვებთ წარმატებას!