ბრენდ მენეჯერი
კომპანია "ნატურლენდი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოში საკვები პროდუქტების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საყოფაცხოვრებო ქიმიისა და კოსმეტიკა/ჰიგიენის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 3 (აშშ საელჩოსთან) სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00სთ-18:00სთ; ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე; ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, საბონუსე სისტემა, სასიამოვნო სამუშაო გარემო;
ფუნქციები და მოვალეობები:
- ბრენდების პორტფელის მართვა & მათი განვითარება;
- უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
- შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა, მათი ზრდა და შესრულების კონტროლი;
- ბრენდების ასორტიმენტის მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
- გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავება;
- სხვადასხვა სახის რეპორტინგი;
- უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით. საოჯახო ქიმია/ჰიგიენა/კოსმეტიკის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის ცოდნა, წერილობით და ზეპირი;
- ადგილობრივ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet);
დამატებითი უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მათემატიკური უნარები;
- დროის მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული;
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი რეზიუმე ფოტო-სურათით, მისამართზე არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი". CV ფოტო-სურათის გარეშე არ განიხილება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.