მერჩენდაიზერი
შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში (კარფურის ობიექტებზე)
კომპანიის შესახებ:
"დიპლომატ ჰოლდინგი" 2002 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://diplomatholding.com.ge/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კარფურის სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის საუკეთესოდ წარმოჩენა და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასების სიზუსტისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო ადგილები: "კარფურის" (Carrefour) ფილიალები ბათუმში;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირა დასვენება);
** სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მერჩენდაიზერი ბათუმი".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.