7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MBBPTKC5 გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

მთავარი ბუღალტერი

რენეკო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾4000 / თვეში ბოლო ვადა:

2012 წლიდან "რენეკო" წარმოადგენს ქართულ ბაზარზე მოქმედ, მზარდ კომპანიას, რომელიც აგროინდუსტრიისა და კვების პროდუქტების მიმართულებით საქმიანობს. კომპანია აერთიანებს დისტრიბუციას, საბითუმო ვაჭრობასა და სხვადასხვა ბრენდს, მათ შორის არის "ჩემი მარაგი"."ჩემი მარაგი" არის საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში 500-მდე დასახელების საკვებ პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიზანია ხარისხიანი პროდუქციის მარტივად და კომფორტულად ხელმისაწვდომობა — მომხმარებლისთვის დროის, ენერგიისა და რესურსების დაზოგვა.

დღეს "რენეკო" აქტიურად იზრდება და ეძებს პროფესიონალ, მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: მოსკოვის გამზირი

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;

ანაზღაურება: 4000 ლარი (ნეტ)

ფუნქციები:

ბუღალტრული აღრიცხვის სრული წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის:

** სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი

** ხარჯების აღრიცხვა

** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

** საგადასახადო აღრიცხვა

** ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი

** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი

** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა

** აუდიტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა

** შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა, განათლება:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით

** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა

** IFRS for SMEs ან IFRS ცოდნა

** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა

გამოცდილება:

** 4-5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში

** სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება

** სასურველია პროგრამა Apex-თან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და "სათაურის" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა: 2026 წლის 15 სექტემბერი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აპლიკაციის შევსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 1 წლის ვადით შენახვაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
რენეკო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა