8802 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MC2C6ZJ5 გამოქვეყნდა 28 სექ 9 ნახვა

ინტრაკო ნუტრიშენი

ინტრაკო ნუტრიშენი

საწყობის მენეჯერი

ინტრაკო ნუტრიშენი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ოქტ

"ინტრაკო ნუტრიშენი" ცხოვლების საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიული ზრდის შესაძლებლობას, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და ღირსეულ ანაზღაურებას.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • საწყობის თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდის მართვის უნარი.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.

ფუნქცია - მოვალეობები:

  • საწყობში მისაღები და გასაცემი პროდუქციის რაოდენობრივი კონტროლი.
  • საწყობის თანამშრომლების სათანადოდ მართვა დაკისრებული მოვალეობების სწრაფად და ხარისხიანად შესასრულებლად.
  • საწყობში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება.
  • მარაგების მუდმივი კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროულად აღმოფხვრა.
  • პერიოდული გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება.
  • საწყობის ახალი თანამშრომლების მუდმივი ძიება.
  • დისტრიბუციის მანქანების დროული დატვირთვა და გამზადება, რათა არ შეფერხდეს საოპერაციო პროცესები.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დრო - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე.
  • სამუშაო ადგილი - გარდაბნის რაიონი, სოფელი თელეთი. (ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე).
  • თანამშრომლების გადაადგილებას მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და უკან უზრუნველყოფს სამსახურებრივი ავტომობილი.
  • ანაზღაურება - 5000+ ლარი ბონუსების გათვალისწინებით, კადრის კომპეტენციებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი სივი გამოგზავნეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ინტრაკო ნუტრიშენი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა