8037 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MCA9CQQS გამოქვეყნდა 25 აგვ 16 ნახვა

რითეილ პრომოუტერ კონსულტანტი

ASBIS გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ASBIS Georgia" არის საერთაშორისო ASBIS Group-ის ნაწილი და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი IT დისტრიბუტორი, რომელიც გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს აწვდის ადგილობრივ ბაზარზე.

** მშობელი კომპანია: ASBISc Enterprises Plc (დაარსდა 1990 წელს, ლისტინგი ვარშავის საფონდო ბირჟაზე 2007 წლიდან).

** გლობალური მასშტაბი: 20, 000+ აქტიური მომხმარებელი, 2, 700+ თანამშრომელი, 34+ ქვეყანაში შვილობილი კომპანიები.

** საქართველოში: ASBIS Georgia წარმოადგენს ადგილობრივ ჰაბს, რომელიც უზრუნველყოფს IT კომპონენტებისა და მზა პროდუქტების დისტრიბუციას.

ამჟამად "ASBIS Georgia"-ს გუნდი ვეძებთ Retail Promoter Consultant-ს

ლოკაცია: ბათუმი

სამუშაო განრიგი: სამშაბათი - შაბათი, 10:00-19:00

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობა იმუშაოთ ფინანსურად ძლიერ, სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში

** მუდმივი ურთიერთობა გლობალურ პროფესიონალთა გუნდებთან

** მიმზიდველი ანაზღაურების პაკეტი: ფიქსირებული ანაზღაურება +ბონუსი

** ჯანმრთელობის დაზღვევა, team buildings, კორპორატიული საჩუქრები

** სპეციალური ფასები კომპანიის პროდუქტებზე

ძირითადი ფუნქციები:

** Apple-ის პროდუქტების გაყიდვების გაზრდა იმ მაღაზიებში, სადაც პრომოუტერი მუშაობს.

** კლიენტების რაოდენობის გაზრდა, რომლებმაც მიიღეს რჩევები პრომოუტერისგან.

** მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების უზრუნველყოფა პრომოუტერის კონსულტაციის შემდეგ.

** Apple-ის ახალი პროდუქტებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების აქტიური პოპულარიზაცია.

** Apple-ის პროდუქტების შესახებ განახლებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი ეფექტური გამოყენება მომხმარებელთა კონსულტაციის დროს.

** Apple-ის ინსტრუქციებისა და წესების ზუსტი დაცვა.

** ღონისძიებებში მონაწილეობის შეფასების უზრუნველყოფა, რომლებშიც პრომოუტერი მონაწილეობს.

კვალიფიკაცია და უნარები:

** ბაკალავრის ხარისხი

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკის საცალო გაყიდვების პოზიციაზე

** ადგილობრივი ბაზრის ცოდნა

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ქსელური უნარები

** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ საშუალო დონე)

** შედეგებზე ორიენტაცია, სტრესისადმი გამძლეობა, კარგი ანალიტიკური უნარები, სისტემური მიდგომა, დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღებაში

გთხოვთ, CV გამოგზავნეთ მისამართზე: Subject: Retail Promoter Consultant

ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი CV ში მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.asbis.com/gdpr-candidate-privacy-policy

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ASBIS
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა