რეცეფციონისტი
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi stadium"), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ეძებს ტალანტებს.
იგი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 15- 16 სამუშაო დღე, დღის და ღამის ცვლები. გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას. ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
- საპასპორტო მონაცემების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ბარათის შევსება და სტუმრების ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
- გასაღებების გაცემა უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად;
- საჭიროებისამებრ, ოთახების განაწილება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად
- უშუალო ხელმძღვანელისთვის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტურიზმის განხრით (სასურველია);
- მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესია);
- სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა (უპირატესია);
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება - Opera
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური
- მოწესრიგებული
- ორგანიზებული
- განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.