დისტრიბუციის ცენტრის მენეჯერი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: 2900 ლარი (NET)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარაგების მართვა და კონტროლი. ყოველდღიური შიდა ინვენტარიზაცია, SKU/BULK მარაგების გადამოწმება და მარაგების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის შენახვისა და ხარისხის კონტროლი, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და სამაცივრო სისტემის უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის მონიტორინგი;
** მიწოდებისა და განაწილების პროცესების კოორდინაცია, მაღაზიის მენეჯერებთან და შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა, შეუსაბამობებისა და ლოგისტიკური პრობლემების დროული გადაწყვეტა;
** პროდუქციის განაწილების მართვა. პროდუქტების, მიწოდების ვადებისა და პრიორიტეტების მიხედვით განაწილების ორგანიზება;
** სასაწყობო დოკუმენტაციის მართვა. ზედნადებებისა და სხვა დოკუმენტაციის კონტროლი, კორექტირება/გაუქმება და შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა;
** ყუთების რეალიზაციის კონტროლი;
** საწყობის თანამშრომლების მართვა. ღამის ცვლის თანამშრომლების სამუშაოს ორგანიზება, კონტროლი და ეფექტური მართვა;
** უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა - საწყობის მართვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების შესრულების კონტროლი;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.