8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MDVAF50C გამოქვეყნდა 29 სექ 7 ნახვა

New Logistics Group

New Logistics Group

საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი

New Logistics Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

"New Logistics Group LLC" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პარტნიორ კომპანიებთან და აგენტებთან მჭიდრო ურთიერთობა;
  • მიღებული მოთხოვნების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
  • შეკვეთების სრული ციკლის მართვა;
  • საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მათი სრულყოფილების უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
  • პროცესების ოპტიმიზაცია;
  • მონაცემთა დამუშავება და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო ან/და სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით;
  • საერთაშორისო გადაზიდვის (ცალკეული სახეობის) ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • MS Office, Windows, MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • პრობლემის იდენტიფიცირების და მყისიერი რეაგირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან/კომპეტენციიდან

შემოთავაზებული პირობები:

  • სტაბილური სამუშაო გარემო;
  • გამოცდილ, პროფესიონალ გუნდთან მუშაობა;
  • პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული საკონტაქტო ნომერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
New Logistics Group
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა