8084 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MGZ29BD9 გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

უფროსი მოლარე

ტერაბანკი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ტერაბანკის თბილისის ფილიალში უფროს მოლარეს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

** გსურს მიიღო საუკეთესო გამოცდილება პროფესიონალ გუნდთან ერთად

** ხარ დეტალებზე ორიენტირებული

** მოგწონს გუნდური მუშაობა

** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე

** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

შენი მოვალეობა იქნება:

** ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება

** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული სასაუბრო დონეზე

** საბანკო-საფინანსო სფეროში მოლარის ან მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 18:00 სთ.

** შაბათს - 10:00 -14:00 სთ.

** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე | და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება | უფროსი მოლარე

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტერაბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა