პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

MGZ904ZW გამოქვეყნდა 13 ნოე 3 ნახვა

საწარმოო დანადგარის ოპერატორი

ისეკო

ისეკო

ისეკო გარე განცხადება
₾1200 / თვეში შესვლა და განაცხადი

−39% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,976 ₾ · 26 განცხადება

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 12 დეკ

სტრუქტურული სამშენებლო მეტალის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ისეკო, რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • საწარმოო დანადგარების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მათი მართვა;
  • დანადგარისთვის საჭირო მასალის მომზადება და მიწოდება;
  • წარმოებული პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
  • საწარმოში მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა.

მოთხოვნები

  • საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი და ტექნიკისადმი ინტერესი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ახალი ცოდნისა და ტექნიკური უნარების ათვისების სურვილი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესაბამის პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ხელფასსა და დანამატებს;
  • სამუშაო ადგილზე სწავლებას და საწარმოო დანადგარებთან მუშაობის შესწავლის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების და საწარმოო დანადგარის ოპერატორად ზრდის შესაძლებლობას;
  • გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე,
  • მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი.

პიროვნული მახასიათებლები

  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 1200 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „საწარმოო დანადგარის ოპერატორი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

საწყობის უფროსის მოადგილე

ახალი
თბილისის რძის ქარხანა თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ 13 ნოე ₾1800 13 ნოე

HR მენეჯერი

ახალი
სონო კრედიტ თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ ფორმა · განცხადებაში 13 ნოე 13 ნოე

ოპერატორი

ახალი
ჯეოსტარი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ დაზღვევა · განცხადებაში 13 ნოე ₾1000 13 ნოე −27% ჩვეულებრივთან შედარებით

მაღაზიის მენეჯერი

ახალი
Edison Store თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ დაზღვევა · განცხადებაში 13 ნოე ₾2000 13 ნოე +70% ჩვეულებრივთან შედარებით

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა