წარმოების ოპერატორი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე ბათუმი.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები: - წარმოების პროცესების სისტემატური ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში; - მონაცემების დროული და ზუსტი ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში და პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპის დოკუმენტირება; - დარბაზში გატანამდე პროდუქციის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შეფასება (გემო, სუნი, ტექსტურა, ვიზუალური მხარე) და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები: - ანალიტიკური აზროვნება; - ორგანიზებულობა და დისციპლინა; - გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები: - გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; - ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა; - ლოკაცია: ბათუმი; - ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - გუდვილის ფასდაკლების ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; - Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 20 66 44
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PPH5X4Qe
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.