კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
„Caucas Transport Solutions“ (CTS) წარმოადგენს გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. 2012 წლიდან კომპანია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე — აერთიანებს სატრანსპორტო-საექსპედიტორო მიმართულებებს და უზრუნველყოფს სრული მასშტაბის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო ლოჯისტიკურ სერვისებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.cts.ge
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, CTS იწვევს ამბიციურ და გამოცდილ პროფესიონალს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები: - ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება (B2B); - კლიენტების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული სატრანსპორტო/ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება; - არსებულ კორპორატიულ პორტფელთან თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვების გაზრდა (Up-selling / Cross-selling); - კომერციული წინადადებების მომზადება, ხელშეკრულებების შეთანხმება და გაფორმება; - გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ სექტორში B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება; - საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკისა და ბაზრის კარგად ცოდნა; - ახალი ბიზნეს კონტაქტების მოზიდვისა და გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის უნარი; - ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სამუშაო და საქმიანი კომუნიკაციის დონეზე); - საოფისე პროგრამების (MS Office, Excel და E-mail) მაღალ დონეზე ცოდნა; - BIA მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები: - დარწმუნების, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოკვეთილი უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; - გუნდური მუშაობისა და სტრესულ/ცვალებად გარემოში სწრაფი ორიენტაციის უნარი; - ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა.
რას გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებას: 2000 - 3000 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით) + მოქნილი საბონუსე სისტემა; - ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას; - კორპორატიულ მობილურს (ულიმიტო პაკეტი); - სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას; - პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - თანამედროვე, სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა. სამუშაო პირობები და განაცხადის მიღება: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (10:00 – 18:00) ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის №145, HOB ბიზნეს ცენტრი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე. წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.