პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

MKQASWCX გამოქვეყნდა 11 ნოე 1 ნახვა

სპა თერაპევტი

სასტუმრო კრისტალი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

"Hotels Management Group (HMG) — Crystal Hotel & Spa Bakuriani" აცხადებს ვაკანსიას სპა თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია.

თანამდებობის მიზანი

სტუმრებისთვის პროფესიონალური სპა და მასაჟის მომსახურების გაწევა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მომსახურების ხარისხისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები

  • სხვადასხვა სახის მასაჟისა და სპა პროცედურების პროფესიონალურად ჩატარება;
  • სპა სივრცისა და სამუშაო ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • დადგენილი ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
  • სპა მენეჯერთან თანამშრომლობა ყოველდღიური სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი პროფესიული განათლება ან სერტიფიკატი სპა თერაპიის/მასაჟის მიმართულებით;
  • მასაჟისა და სპა პროცედურების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია.

სასტუმრო უზრუნველყოფს: კვებას, საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას საცხოვრებელსა და სასტუმროს შორის.

განაცხადის გამოგზავნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "სპა თერაპევტი" გმადლობთ ჩვენი სასტუმროთი დაინტერესებისთვის!

Hotels Management Group (HMG) — Crystal Hotel & Spa Bakuriani პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის შეფასებისა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობის წარმართვის მიზნით.

რეზიუმე შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნეს კომპანიის სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა