ჰელფ დესკის სპეციალისტი
“ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას “ჰელფ დესკის სპეციალისტის“ პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები: - ოფისში ტექნიკური მოთხოვნების მიღება სატელეფონო, ელ-ფოსტის ან ტიქეთინგ სისტემის საშუალებით; - პროგრამულ და აპარატურულ პრობლემებთან დაკავშირებული პირველადი დიაგნოსტიკა და სწრაფი გადაწყვეტა; - ოპერაციული სისტემების (Windows) ძირითადი პრობლემების განხილვა და შეფერხებების აღმოფხვრა; - ოფისის პროგრამების (Microsoft Office/365, Google და სხვ.) მხარდაჭერა; - ქსელური კავშირების (Wi-Fi /VPN) პრობლემების იდენტიფიკაცია და პირველადი troubleshooting; - ტექნიკური ინციდენტების და სერვისების მოთხოვნების რეგისტრაცია, მონიტორინგი და დროული დახურვა ტიქეთინგ სისტემაში; - კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, მონიტორი და ა.შ.) კონფიგურაცია და მხარდაჭერა; - ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშების შექმნა, წვდომების მინიჭება და სისტემაში ჩასმა; - IT ინფრასტრუქტურის საბაზისო ზედამხედველობა და პრობლემების სწრაფი ესკალაცია შესაბამის გუნდთან; - უსაფრთხოების პოლიტიკების დაცვა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების კონსულტაცია.
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში (შესაძლოა იყოს დამამთავრებელი კურსების სტუდენტი); - კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა; - ლოკალური ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - Microsoft SQL საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; - ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!