9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MN2Z8D0A გამოქვეყნდა 10 ოქტ 39 ნახვა

ბუღალტრის თანაშემწე

დამსაქმებელი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1000–1200 / თვეში ბოლო ვადა: 11 ნოე

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • Excel-ის კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • Word-ისა და PDF-ის ზოგადი მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • საკომუნიკაციო საშუალებებით (WhatsApp, Gmail და სხვა) თავისუფლად მოხმარების უნარი;
  • მათემატიკის ცოდნა საშუალო დონეზე - პროცენტების გამოთვლა, წილადები და ძირითადი მათემატიკური მოქმედებები;
  • ბუღალტერიის ზოგადი თეორიული ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი დონე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და მომწოდებლებთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და ათვისების უნარი.

მოვალეობები:

  • ინვოისების შექმნა და მომხმარებლებთან გაგზავნა;
  • გამოწერილი ინვოისების მიხედვით ჩარიცხვების კონტროლი;
  • კომპანიისთვის გამოწერილი ინვოისების და მათთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტების დაკავშირება და ორგანიზება;
  • ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი თანამშრომლებისთვის დროულად მიწოდება;
  • ბუღალტრისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება გამოწერილი და გამოსაწერი ინვოისების შესახებ;
  • ინვოისების ასახვა საბუღალტრო პროგრამასა და RS-ზე;
  • ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზებულად წარმოება და შენახვა;
  • ბუღალტრის დახმარება მიმდინარე ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოებაში.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. პოზიცია განკუთვნილია როგორც გამოცდილების მქონე, ისე დამწყები კანდიდატებისთვის. სასურველია განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწავლისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • გამოცდილი ბუღალტრის დახმარებითა და მეთვალყურეობით მუშაობის დაწყებას;
  • ბუღალტერიის პრაქტიკული წარმოების, ოპერაციების დოკუმენტირებისა და საგადასახადო პროცესების შესწავლის შესაძლებლობას;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა;
  • ანაზღაურება: 1000-1200 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება), შაბათი - 10:00-15:00.

დასაქმება განიხილება მხოლოდ ოფისიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს გიდი

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი - ისნის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი 1/2 განაკვეთი - ვარკეთილის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ზესტაფონის ს/ც 1

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა