8,647 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MN69E5T8 გამოქვეყნდა 22 სექ 12 ნახვა

ასორტი

ასორტი

კატეგორიის მენეჯერი

ასორტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 23 ოქტ

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12 სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 6 სამუშაო დღე) გრაფიკი: 12:00 - 20:00 სთ. ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

  • ფილიალებში პროდუქციის მარაგების, ნაშთების და მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი;
  • ფილიალების მიერ განხორციელებული შეკვეთების ყოველდღიური კონტროლი, შეკვეთის პროცესში არსებული პრობლემების გამოვლენა და პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ფილიალებში პროდუქციის დეფიციტის ყოველდღიური მონიტორინგი, ჭარბი ნაშთების დროული გამოვლენა, საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის ერთი ფილიალიდან მეორეში გადანაწილების კოორდინაცია;
  • პროდუქციის ჩამოწერის რისკის ყოველდღიური მონიტორინგი, ჩამოწერების მაჩვენებლის შემცირების მიზნით ფილიალებთან კომუნიკაცია;
  • ფილიალების შეკვეთებისა და პროდუქციის მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
  • ფილიალების მენეჯერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია მარაგების, შეკვეთების და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე;
  • ფილიალებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება;
  • პროდუქციის გაყიდვების დინამიკის ყოველდღიური მონიტორინგი და მარაგების ოპტიმიზაციის რეკომენდაციის მომზადება;
  • ყოველდღიური კონტროლის შედეგების სისტემატური რეპორტირება, დეფიციტის, ჭარბი ნაშთების, ჩამოწერების, პროდუქციის გადანაწილების შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office Excel, Fina).

უნარები:

  • პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კატეგორიის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ასორტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა