8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MN6WVQJJ გამოქვეყნდა 25 აგვ 11 ნახვა

უნივერსალური მზარეული

კახური ტრადიციული მეღვინეობა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სილამაზე / მოდა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე რესტორან "ტერავინოში", ყაზბეგში.

მდებარეობა: ყაზბეგი, დაბა სტეფანწმინდა

სამუშაო გრაფიკი: სრული (ღამის ცვლა)

ანაზღაურება: 3000

საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის მიერ

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუში გათვალისწინებული კერძების მომზადება კომპანიის სტანდარტებისა და რეცეპტურების შესაბამისად;

** ცხელი კერძების მომზადების სრული ტექნოლოგიური პროცესის შესრულება (შეწვა, მოთუშვა, მოხარშვა, გამოცხობა და სხვა);

** პროდუქტის თერმული დამუშავების სწორი ტექნოლოგიური რეჟიმების დაცვა;

** კერძების მომზადებისას დადგენილი სტანდარტების დაცვა (გრამაჟი, გემო, ვიზუალური წარდგენა);

** სანელებლებისა და ქართული ტრადიციული სუნელების სწორი გამოყენება;

** საკვების ხარისხისა და ჰიგიენის სტანდარტების მუდმივი დაცვა;

** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;

** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურისა და სამუშაო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;

** ქართული სამზარეულოს ტექნოლოგიებისა და კერძების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;

** კვების სფეროში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მზარეული ყაზბეგი.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კახური ტრადიციული მეღვინეობა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის