HR ასისტენტი
შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ჰუალინგ პლაზა ანაზღაურება: 1000 ლარი გრაფიკი: ყოველდღე - 09:00-17:00, შაბათ-კვირა - დასვენება
შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის და კახეთის რეგიონში.
მოვალეობები:
- კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების განთავსება დასაქმების პლატფორმებზე (Jobs.ge) და სოციალურ ქსელებში (Facebook)
- ვაკანსიების განახლება, მართვა და კანდიდატების განაცხადების მონიტორინგი
- მიღებული რეზიუმეების პირველადი გადარჩევა ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად
- კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაცია და პირველადი ინტერვიუს ჩანიშვნა
- გასაუბრების პროცესის ორგანიზება და კანდიდატებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა
- კანდიდატების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება
- უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტინგის მომზადება და რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის, სტატუსებისა და შედეგების დროული მიწოდება
- საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული და HR მიმართულების დავალებების შესრულება
სამუშაო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე.
ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.