7851 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MQNNZPH2 გამოქვეყნდა 25 აგვ 13 ნახვა

სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი

ვაკო მოტორსი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი სათადარიგო ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თქვენ გთავაზობთ

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში";

** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;

** კორპორატიულ ღონისძიებებს;

** დამატებით დასვენების დღეებს;

** ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

** პროგრამაში სათადარიგო ნაწილის მოძიება;

** მაღაზიის დახლის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში საწყობიდან სათ. ნაწილის მაღაზიის დახლზე გამოტანა;

** შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა;

** სათ. ნაწილების მენეჯერისთვის მარაგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათი შევსების მიზნით.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** ავტოინდუსტრიის სფეროს სპეციფიკის ცოდნა;

** სხვადასხვა სპეციალურ კატალოგებში სათ. ნაწილების მოძებნის გამოცდილება;

** საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** ოპერატიული;

** გუნდურად მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება

** სამუშაო ადგილი: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 243ბ

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე:. სათაურის ველში მიუთითეთ: სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვაკო მოტორსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა