9,071 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MQZGN97A გამოქვეყნდა 25 სექ 7 ნახვა

რესტორანი ბაღი

რესტორანი ბაღი

მზარეული

რესტორანი ბაღი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

პოზიცია: მზარეული იურიდიული ერთეული: შპს "ლინჩი", რესტორანი "ბაღი" მისამართი: ქ. თბილისი, ხიდის ქ. 1 (დედაენის ბაღი) უშუალო ხელმძღვანელი: შეფი

სამუშაოს მიზანი:

მზარეულის სამუშაოს მიზანია სტანდარტების დაცვით კერძების მომზადება და სამზარეულოს პროცესებში პროფესიონალური ჩართულობით, გუნდის პროდუქტიულობისა და ხარისხის გაუმჯობესება.

ანგარიშვალდებულია: შპს "ლინჩის" დირექტორის და შეფის წინაშე.

აღნიშნული გულისხმობს ანგარიშვალდებული პირების მიერ დასაქმებულის მიმართ დავალებების/ინსტრუქციების მიღების უფლებამოსილებას და დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარებას დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად.

სამუშაო მოთხოვნები:

1. პუნქტუალურობა; 2. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 3. სამზარეულოში მუშაობის მინიმალური გამოცდილება; 4. იყოს კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად;

ძირითადი მოვალეობები:

კერძების მომზადება და ხარისხის კონტროლი 1. უზრუნველყოს ყველა კერძის მომზადება სიზუსტით, დადგენილი სტანდარტების დაცვით და მინიმალური დანაკარგით; 2. გააკონტროლოს კერძის საბოლოო ხარისხი - ვიზუალური სახე, რაოდენობა, ტემპერატურა და სერვირების წესები, გატანამდე; 3. მოამარაგოს წინასწარ ყველა საჭირო პროდუქტი კერძის მოსამზადებლად, ეფექტური და უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად; 4. მიიღოს მონაწილეობა ახალი რეცეპტებისა და მენიუს პუნქტების შექმნის პროცესში, შიდა ინოვაციების ხელშესაწყობად; პროდუქტების და ინვენტარის მართვა 5. განახორციელოს საკვების დახარისხება და სწორი პირობებით შენახვა HACCP-ის წესების დაცვით; 6. შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის სტიკერები რეგულარულად, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; 7. შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარის მდგომარეობა და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს; 8. უზრუნველყოს სამზარეულოში არსებული დანადგარების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება, შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით; 9. ჩაერთოს HACCP სისტემის ადმინისტრირებაში — უზრუნველყოს საკონტროლო წერტილების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება; 10. გააკონტროლოს მისი სექციის ინვენტარისა და საჭირო რესურსების მზადყოფნა ცვლის დაწყებამდე, ხოლო ცვლის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის მოწესრიგება და სტანდარტების დაცვა; 11. იმუშაოს ეფექტურად მაღალი დატვირთვის პირობებში, შეინარჩუნოს ხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელ-ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
რესტორანი ბაღი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა