ექთნის დამხმარე
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ექთნის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი — ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40 სამუშაო გრაფიკი — 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი მოვალეობები
- მორიგე ექთნის დახმარება პაციენტების ყოველდღიურ მოვლაში, ექთნის მითითებითა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
- პაციენტის დახმარება პირადი ჰიგიენის დაცვასა და საჭიროების შემთხვევაში გადაადგილებაში
- პაციენტის მოვლისთვის საჭირო ინვენტარისა და მასალების მომზადება
- ჰიგიენის, ინფექციის პრევენციისა და პაციენტის უსაფრთხოების წესების დაცვა.
მოთხოვნები
- საექთნო ან შესაბამისი სამედიცინო განათლება
- პასუხისმგებლობა და სამუშაო მითითებების ზუსტად შესრულების უნარი
- პაციენტებთან ყურადღებიანი და თავაზიანი ურთიერთობა
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და წერილის სათაურში მიუთითოთ "ექთნის დამხმარე — ქუთაისი".