9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MRFBGQ4Y გამოქვეყნდა 13 ოქტ 38 ნახვა

ტრანსკომ გრუპ

ტრანსკომ გრუპ

მომხმარებელთა მხარდაჭერის უმცროსი ოპერატორი

ტრანსკომ გრუპ გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1800 / თვეში +33% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,354 ₾ · 96 განცხადება ბოლო ვადა: 11 ნოე

შპს „ტრანსკომ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებელთა მხარდაჭერის უმცროსი ოპერატორი „ტრანსკომ გრუპი“ ქართული კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის სფეროში ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 1800 ლარი (NET)

ვაკანსიის აღწერა: ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა წერილობით მხარდაჭერას ჩატისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მნიშვნელოვანია ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა, მომხმარებელთა მოთხოვნების ეფექტურად დამუშავებისა და სტანდარტული პრობლემების მოგვარების უნარი.

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებელთა შეკითხვების მიღება და მათზე პასუხების გაცემა ჩატისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით; - მომხმარებლებისთვის პროდუქტისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად; - მომხმარებელთა სტანდარტული მოთხოვნებისა და პრობლემების დროული დამუშავება და მოგვარება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; - მომხმარებელთა მოთხოვნების აღრიცხვა, შესაბამის სისტემაში ინფორმაციის ასახვა და სტატუსების განახლება; - არასტანდარტული საკითხების შესაბამის დეპარტამენტთან ან უშუალო ხელმძღვანელთან გადამისამართება; - გადამისამართებული საკითხების სტატუსის მონიტორინგი და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება; - მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და საჭირო ინფორმაციის უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება; - კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა; - სამუშაო პროცესებთან და სისტემებთან დაკავშირებული ინსტრუქციების შესრულება და პროფესიული ცოდნის განვითარება; - უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება; - ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; - მომხმარებელთა მომსახურების ან მხარდაჭერის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - განვითარებული კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარები; - პრობლემების სწრაფად გაანალიზებისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი; - კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები, მათ შორის MS Office-ისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

პიროვნული უნარები: - ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: ოფისიდან მუშაობა, თბილისი სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება. სამუშაო საათები: 09:00–21:00 (11-საათიანი ცვლა, 1 საათი შესვენება).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა