8,813 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MRNP386H გამოქვეყნდა 22 სექ 3 ნახვა

Shaurma Club

Shaurma Club

ბუღალტერი

Shaurma Club გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ოქტ

შპს. „მასტერ ფუდი“ წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე „Shaurma Club“-ის სახელით არის ცნობილი.

აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარ მეფის გამზ.7

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით - აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება - Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; - საბუღალტრო პროგრამა Fina-ს ცოდნა აუცილებელია

ძირითადი მოვალეობები: - ყოველდღიური საბანკო ამონაწერების გატარება; - რიგი მასალების შესყიდვისას მათი ხარჯად აღიარება ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის შესაბამისად; - შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯული მარაგების ჩამოწერა; - საოპერაციო ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა; - სალაროს ნაშთის კონტროლი; - სახელფასო ხარჯის აღრიცხვა და სახელფასო ბარათებზე სახელფასო განაცემის ვალდებულების დარიცხვა, ყოველთვიური სახელფასო უწყისის შესაბამისად; - ანგარიშვალდებული პირების საბუღალტრო ბარათებზე ტრანზაქციების აღრიცხვა (დარიცხვა და ჩამოწერა) და ბარათების მუდმივი მონიტორინგი; - სავალუტო-საკონვერტაციო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა - პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, როგორიცაა მიღება-ჩაბარების აქტი, შეთანხმება, სალაროს შემოსავალ/გასავლის ორდერი თუ სხვა, კონტროლის უზრუნველყოფა - მთავარი ბუღალტრის მიმდინარე დავალებების შესრულება შეთანხმებული ვადებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.პიროვნული თვისებები:

პიროვნული თვისებები: - კომუნიკაბელური - დეტალებზე და დედლაინზე ორიენტირებული - პასუხისმგებლობიანი

ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას - კომფორტული სამუშაო გარემოს - მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდს

აუცილებელია რეზიუმე/CV-ში მიუთითოთ მინიმუმ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია!

აუცილებელია წარმოადგინოთ სარეკომენდაციო წერილი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე გთხოვთ, სრულყოფილად წარმოადგინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Shaurma Club
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა