7824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MRTPQKXF გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

ზღაპარი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾950–1000 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 48 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ექვსი და ცხრა საათიანი ცვლები

** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით

** ანაზღაურება: 950-1000 ₾ (სრულ განაკვეთზე) + ბონუსი (ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.

** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.

** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი-18 წლიდან

** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)

** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/

ან, დაგვიკავშირდით ნომერზე:.

ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ზღაპარი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა