მძღოლი-ექსპედიტორი
−27% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,923 ₾ · 36 განცხადება
გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ
სმაგლერსი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელია, რომელსაც თბილისსა და ბათუმში აქვს ფილიალები. გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან მძღოლს, რომელიც ჩვენი საწყობიდან მაღაზიებს მოამარაგებს.
მოვალეობები
- B კატეგორიის სატვირთო მანქანით საწყობიდან ქსელის ფილიალების მომარაგება (მხოლოდ შიდა ქსელი)
- საქონლის დატვირთვა საწყობში და დაცლა ფილიალებში
- თვეში 2-3-ჯერ 8 ტონიანი სატვირთო მანქანის მართვა და დამხმარესთან ერთად დატვირთვა-დაცლა (კატეგორია C)
- ალკოჰოლური სასმელების (მინის ბოთლები, ყუთები) ფრთხილად გადატანა, დაზიანების გარეშე
- ფილიალებში საქონლის ჩაბარება ზედნადებით და რაოდენობის შემოწმება
- მანქანის მოვლა: სისუფთავესა და ტექნიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა
მოთხოვნები
- B და C კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია)
- სატვირთო მანქანის მართვის გამოცდილება
- ფიზიკური დატვირთვისთვის მზაობა
- თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა
- პუნქტუალურობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობა
- უპირატესობაა: მიწოდების სფეროში ან ექსპედიტორად მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით სასმელების ან FMCG სფეროში
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 1400 ₾
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4-5 დღე
- სამუშაო საათები: 8-10 საათი დღეში
განაცხადის გამოგზავნა:
CV და მართვის მოწმობის ასლი გამოგვიგზავნეთ მისამართზე ან დაგვირეკეთ ნომერზე.