გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "cpap.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ სიპაპ აპარატებისა და მათი აქსესუარების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც შეიქმნა ერთი მიზნით — მომხმარებლებისთვის სანდო, ხარისხიანი და კომფორტული სუნთქვის თერაპიის უზრუნველსაყოფად.
ძილის აპნოე ბევრისთვის სერიოზული გამოწვევაა, ხოლო სწორი სიპაპ თერაპია — მისი ეფექტური მართვის მთავარი საშუალება. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, სადაც ყველა მომხმარებელი იპოვის საჭირო პროდუქტს, პროფესიონალურ რჩევას და ხარისხიან მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
- კლინიკებში სიარული;
- ექიმებთან ურთიერთობა და პროდუქციის შეთავაზება;
- ექიმებისთვის კონსულტაციის გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გამართული მეტყველება;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი;
- სასურველია, ჰყავდეს მანქანა ან მოპედი.
დამატებითი ბენეფიტები: ბენზინი და ავტოტექნიკის დამატებითი მომსახურება.
სამუშაო პირობები
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
- სამუშაო საათები: 11:00-18:00; შაბათს — 12:00-15:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლ + ბონუსი
- მისამართი: ბათუმი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!