8689 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MTJZ4S9E გამოქვეყნდა 25 აგვ 18 ნახვა

Asbc

Asbc

ტექნიკური ინჟინერი

Asbc გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1900 / თვეში ბოლო ვადა:

iSpace აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინერის პოზიციაზე

გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

"iSpace" - "Apple"-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდთან!

ჩვენ გთავაზობთ: - დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში - მუშაობას Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან - წვდომას Apple-ის უნიკალურ სასწავლო პლატფორმასთან - თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს - კარიერული ზრდის შესაძლებლობას

მოვალეობები: - შემოსული მოწყობილობების ტექნიკური სერვისის უზრუნველყოფა Apple-ის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად - შემოსული და გასული მოწყობილობების აღრიცხვა, კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი - სერვისის ვადების კონტროლი და დადგენილი დედლაინების დაცვა - IT სერვისების განვითარების და დანერგვის პროცესში ჩართულობა

ვის ვეძებთ: - სერვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - ტექნიკური განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) - Apple ტექნიკის შეკეთების გამოცდილება სასურველია - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე

ანაზღაურება და ბენეფიტები: - 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი - ფიქსირებული ანაზღაურება: 1900 ლარი (Gross) - გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე - საგამოცდო გასვლის შემდგომ, ხელფასის ზრდის შესაძლებლობა - ბონუსის მიღების შესაძლებლობა შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც — ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულებული არასაგარანტიო მომსახურებებიდან

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი (10:00–19:00 ან 12:00–21:00), კვირაში 2 დასვენების დღე ლოკაცია: თბილისი

რატომ უნდა აირჩიო iSpace? ჩვენ გაძლევთ კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალურ შანსს! მუშაობს საუკეთესო გუნდთან და სწავლობ ბაზარზე ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

თუ მზად ხარ, შეიტანო შენი წვლილი და გახდე iSpace-ის სერვისის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV! - https://hel-ai.com/apply/qIyTVR7e

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Asbc
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის