დიასახლისი
რესტორანი "ელენესთან" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ დამხმარე პერსონალს, რომელიც იზრუნებს ჭურჭლის დროულად და ხარისხიანად დარეცხვაზე, დარბაზისა და სამუშაო სივრცეების სისუფთავის შენარჩუნებაზე.
მოვალეობები:
- გამოყენებული ჭურჭლის ხარისხიანი დარეცხვა
- ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და სამუშაო ნივთების სისუფთავის უზრუნველყოფა
- დარბაზის, მაგიდებისა და საერთო სივრცეების მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
- ნაგვის დროული გატანა და ნარჩენების სწორად განთავსება
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა
- სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
- სტაბილურ თანამშრომლობას
- კვება (გვიან ღამე დასრულებისას ტაქსით უზრუნველყოფას)
გრაფიკი:
** 5/2 -ზე ** 11:00 - 18:00 ან/და 19:00 - 03:00 (შვიდ და რვა საათიანი გრაფიკები) ანაზღაურება: 1150 ლარი (ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ) + თიფი
ან
- 4/3 - ზე
- 11:00 - 18:00 ან/და 19:00 - 03:00 (შვიდ და რვა საათიანი გრაფიკები)
ანაზღაურება: 960 ლარი (თვეში ერთხელ საბანკო ანგარიშსწორების გზით) + თიფი ლოკაცია: ქ.თბილისი, შალვა დადიანის ქუჩა, სოლოლაკი
კომპანია უზრუნველყოფს:
- კვებას
- გვიან ღამე ტაქსით ტრანსპორტირებას
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე (სათაურში მიუთითეთ "დიასახლისი") ან დაგვიკავშირდით.
განცხადების ვადა: 9.10.2026
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.