9844 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MWAE3APB გამოქვეყნდა 23 ოქტ 18 ნახვა

სოც. მედიის კონტენტ კრეატორი

ამბასადორი თრეველი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას სოც. მედიის კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვის ვადით);
  • სოციალური მედიის პლატფორმებისა და ციფრული კონტენტის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
  • ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული უნარები;
  • კრეატიული აზროვნება, განვითარებული ვიზუალური გემოვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, დროის მართვისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად წარმართვის უნარი;
  • პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა. უპირატესობად ჩაითვლება;
  • ტურიზმის ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კონტენტის ეფექტიანობის მაჩვენებლების ანალიზის ცოდნა;
  • კამერის წინ მუშაობისა და ვიდეოკონტენტში მონაწილეობის სურვილი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სოციალური მედიისთვის კრეატიული იდეებისა და კონტენტ სტრატეგიის შემუშავება;
  • ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, დამუშავება და მონტაჟი სცენარისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად;
  • აუდიო მასალის სინქრონიზაცია და ხმის დამუშავება;
  • სპეციალური ეფექტებისა და გრაფიკული ელემენტების დამატება;
  • ფერების კორე ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება;
  • Reels-ის, Stories-ისა და სხვა ციფრული ფორმატების შექმნა;
  • ტურისტული მიმართულებების, სასტუმროების, ტურებისა და სამოგზაურო გამოცდილების მიმზიდველად წარმოჩენა;
  • Instagram-ის, Facebook-ისა და TikTok-ისთვის კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება;
  • აქტუალური ტრენდების მოძიება და მათი ბრენდის სტილზე მორგება;
  • კონტენტკალენდარის მართვა და გამოქვეყნების გრაფიკის დაცვა;
  • გამოქვეყნებული კონტენტის შედეგების ანალიზი და მათი გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების შეთავაზება;
  • პროექტის დროულად დასრულება და გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • შრომისუნარიანობა/სისხარტე;
  • კრეატიულობა.

კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:

  • სასიამოვნო და საინტერესო გარემოს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსური სისტემა;
  • კვებას დღეში ერთხელ;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე.

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა